დასახელება:
ფილიალის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სხივი+
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა.
** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით.
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა,
** მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი;
** მაღაზიის მარაგების მართვა და კონტროლი.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** სწრაფად ათვისების უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
სამუშაო პირობები:
** გამოსაცდელი ვადა 2 თვე. ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში განისაზღვრება თვეში 1500 ლარი ხელზე ასაღები,
** მე 3-ე თვიდან ფიქსირებული 2200-2600 ლარი + პრემია 800-1200 ლარი.
** დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 09:00-დან 18:00 საათამდე
** დასვენების დღე კვირაში 2 დღე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|