დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
GAMO
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
"Gamo" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ძირითადად დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: სრული
"Gamo" არის სპორტული ინდუსტრიისთვის შექმნილი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს უადვილებს სპორტული ობიექტების მოძიებას და დაჯავშნას. ჩვენი გუნდი ეძებს ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებთან კომუნიკაციას და ჯავშნების მართვას.
პასუხისმგებლობები:
** სოციალური მედიის პლატფორმებზე (Facebook და Instagram) შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და პასუხის გაცემა
** მომხმარებელთა ჯავშნების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათთან კომუნიკაცია
** სპორტულ ობიექტებთან (სტადიონები, სპორტული დარბაზები და სხვა) კომუნიკაცია, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებელთა კითხვებზე პასუხის გაცემა და დახმარება მომსახურების პროცესში
** თვის ბოლოს რეპორტინგი
მოთხოვნები:
** ქართული, ინგლისურ და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
** კომუნიკაციისა და მომხმარებელთა მომსახურების უნარები
** სოციალური მედიის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
** ყურადღება დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
რას გთავაზობთ?
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული და ინოვაციური გარემო
თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი უნარები და გსურთ გახდეთ Gamo-ს გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე hr@gamo.ge-ზე, სათაურის ველში ჩაწერეთ ადმინისტრატორი.
გელით ჩვენს გუნდში!
|
|
|
|