Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639820&print=yes&view=jobs
 
მშენებლობის ხარისხის მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მშენებლობის ხარისხის მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისი ენერჯი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ახალი მშენებლობების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამსახურის მშენებლობის ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 საათამდე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ. 21ა;
ანაზღაურება: კონკურენტული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: პროფესიული ტექნიკური/უმაღლესი განათლება

დამატებითი მოთხოვნები:

** ბუნებრივი გაზის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა

ძირითადი მოვალეობები:

** სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის დადგენილი წესის შესაბამისად წარმოება და აღრიცხვა;
** გაზმომარაგების ქსელების (ახალი მშენებლობების, რეაბილიტაციების, რეკონსტრუქციების) მშენებლობისა და განვითარების ტექნიკური ზედამხედველობა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო წესებისა და რეგულაციების მიხედვით, ასევე გაზის მეურნეობაში მოქმედი ტექნიკური ნორმების და რეგლამენტების სრული დაცვით უზრუნველყოფა;
** კომპანიის მფლობელობაში არსებული გაზსადენი ქსელების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ქსელის განვითარებისთვის საინვესტიციო პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
** ახლადაშენებული და ახლადგაზიფიცირებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების შესრულებულ სამუშაოთა აქტებთან (ფორმა №2) შესაბამისობაზე კონტროლის განხორციელება

ენები:

** ქართული მშობლიური;
** რუსული, ინგლისური სასაუბრო დონეზე.

კომპიუტერული უნარ-ჩვევები: საოფისე პროგრამები.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა.

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება)

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 6 ივლისი

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.

ასევე გაცნობებთ, რომ თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სხვა სამომავლო, პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზე vacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი: "თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში." კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია