დასახელება:
HR მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯერარსი
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
კლინიკა "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** კადრების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება კლინიკაში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს.
ძირითადი მოვალეობები:
** საშტატო ერთეულების გაწერა;
** არსებული შრომით ხელშეკრულებების განახლება და გაფორმება თანამშრომლებთან;
** თანამდებობრივი ინსტრუქციების გაწერა;
** სხვადასხვა სახის ორგანიზაციული ბრძანებების დაწერა;
** ხელფასების/ბონუსების/ზეგანაკვეთური სამუშაოს დათვლა და ბუღალტერიისთვის გადაცემა;
** ელექტრონულ მოდულში მუშაობა;
** შრომის ინსპექციასთან ურთიერთობა;
** Rs -ზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
მისამართი: ქ. თბილისი, თემქა, მუხიანის ქუჩა №2ა
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათ-პარასკევი: 09:00 სთ - 18:00 სთ
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "HR მენეჯერი".
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
|
|
|
|