Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - სატელეფონო გაყ./მომსახურება/ბუღალტერია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - სატელეფონო გაყ./მომსახურება/ბუღალტერია
მომწოდებელი: ვაისი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
კომპანია "ვაისი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე შემდეგი მიმართულებით: სატელეფონო გაყიდვები/მომსახურება/ბუღალტერია

გრაფიკი: დისტანციური, 12:00-17:00
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე.

ანაზღაურების პირობები: ფიქსირებული 500 ლარი + ბონუსი + ულიმიტო სასაუბრო დრო (ყოველ ახალ კომპანიაზე - პირველ თვეს მოზიდული სახსრების - 50% (დარიცხული), ხოლო ყოველ მომდევნო თვეს, დაკონტრაქტებულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მოზიდული სახსრების 5% (დარიცხული). კომპანიების რაოდენობის მიხედვით აღნიშნული საკომისიო აკუმულირდება).

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ბაზის მიხედვით გამავალი ზარის განხორციელება. (ბაზას გაწვდით კომპანია, თუმცა გაყიდვების მენეჯერი თავისუფალია კომპანიების საკუთარი მეთოდის/ტაქტიკის გამოყენებაში)
** კომპანიის პროდუქტების გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** პოტენციური პარტნიორებისთვის/კომპანიებისთვის საფინანსო მიმართულების შეთავაზება
** ბაზის მუდმივი განახლება
** შეხვედრების დაგეგმვა და კომპანიის სერვისის პრეზენტაცია
** სოციალური მედიის მართვა

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ენების ცოდნა: ქართული - გამართულად, დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
** სოციალური მედიის მართვის საბაზისო ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** აქტიური
** მოწესრიგებული
** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობის მქონე
** შრომისმოყვარე
** ენერგიული

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: offer@weiss.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - გაყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე