Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: Champions Academy
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
"Champions Academy" არის სპორტ სპეციფიკური ვარჯიშებისა და ფიზიკური განვითარების ცენტრი. გამოირჩევა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალური მომზადების მეთოდებით, თანამედროვე ინვენტარით და პროფესიონალი მწვრთნელებით. კომპანიის მიზანი პროფესიონალი ქართველი სპორტსმენებისთვის და არა მხოლოდ სპორტსმენებისთვის საერთაშორისო სტანდარტის ფიზიკური მომზადების მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებაა.

"ჩემპიონთა აკადემია" აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: 07:30 ან 08:00-14:30/15:00
** სტაბილური სამსახური;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურება - 900 ლარიდან

ძირითადი მოთხოვნები:

** პოზიციის შესაბამისი უნარები/კვალიფიკაცია;
** სპორტულ დარბაზში და საშხაპეებში წესრიგისა და სისუფთავის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური და დისციპლინირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად მისამართზე: champsacademy26@gmail.com. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზედაც შემოგაქვთ საბუთები (დამლაგებელი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

აპლიკანტების საყურადღებოდ!

გასაუბრებაზე ვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე