Робота для біженців з України
საერთაშორისო სტუდენტების მიღების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო სტუდენტების მიღების სპეციალისტი
მომწოდებელი: ალტე უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სტუდენტების მიღების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა სემესტრული რეგისტრაციის განხორციელება;
** უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტთა მიღებისთვის საჭირო დოკუმენტების ჩაბარება/კონტროლი;
** უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების მობილობის პროცესის მხარდაჭერა;
** უცხო ქვეყნის მოქალაქე აბიტურიენტებისათვის უნივერსიტეტში ჩარიცხვისათვის საჭირო პროცედურების შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში მიღებული განათლების აღიარების, ბინადრობის ნებართვის მიღების, აკადემიური და ფინანსური რეგისტრაციის გავლის წესის, სტუდენტის სტატუსის, მობილობის და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და სისტემატიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე);
** სასურველია სასწავლო პროცესის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@alte.edu.ge და Subject-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 5 ივლისი.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე