დასახელება:
ქიმიკოსი
|
მომწოდებელი:
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
|
გამოქვეყნდა: 06 ივნისი
/ ბოლო ვადა: 06 ივლისი
|
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.
საგამოცდო ქიმიურ ლაბორატორიაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ქიმიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00 -18:00 სთ
ანაზღაურება: 1595 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ჩამდინარე წყლის ქიმიური მაჩვენებლების ხარისხის კონტროლი.
** ჩამდინარე წყლის კონტროლის მიზნით ქიმიური ანალიზის ჩატარება, მათ შორის გამზომი ხელსაწყო-მოწყობილობების (პლაზმურ-ემისიური და UV სპექტოფოტომეტრი, pH-მეტრი, მულტიმეტრი და სხვა) გამოყენებით.
** ქიმიური კვლევის შედეგების გაფორმება შესაბამის ჟურნალში და ელექტრონულ პროგრამაში.
** შესაბამისობის განაცხადის, მოსაზრებებისა და ინტერპრეტაციების დოკუმენტირება.
** ქიმიური ანალიზების ჩასატარებლად საჭირო ხსნარებისა და რეაქტივების მომზადება.
** ანალიზის პროცესში დახარჯული ქიმიური რეაქტივების აღრიცხვა და კონტროლი.
** ქიმიური ჯგუფის უწყვეტი მუშაობისათვის საჭირო მასალების მარაგის განსაზღვრა.
** ანალიზის ჩატარებისათვის გარემო პირობების კონტროლი.
** ქიმიური კვლევისათვის საჭირო მოწყობილობების ტემპერატურული რეჟიმისა და მუშაობის კონტროლი.
** ჩამდინარე წყლის და ლამი სინჯის აღება და ტრანსპორტირება ლაბორატორიაში.
** ლაბორატორიაში მიღებული ნიმუშების რეგისტრაცია შესაბამის ჟურნალებში.
** ხელსაწყო-მოწყობილობების (სპექტოფოტომეტრი, pH-მეტრი, მულტიმეტრი და სხვა) შიდა დაკალიბრების, ახალი გამზომი აპარატურის და მეთოდების ვერიფიკაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ქიმიის მიმართულებით.
** ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 2-3 წლიანი გამოცდილება.
** გამზომ აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება.
** ჩამდინარე წყლების საკანონმდებლო და ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების ცოდნა.
** სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის მოთხოვნების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა.
** MS office-ის საშუალო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაგვიკავშირდით: 595 256 143
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|