Робота для біженців з України
მინიბარის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მინიბარის თანამშრომელი
მომწოდებელი: სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თბილისი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
სასტუმრო "Holiday Inn Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას მინი ბარის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სტანდარტების დაცვით გადაამოწმოს და შეავსოს მინი ბარი;
** აკონტროლოს პროდუქციის ვადები;
** მოახდინოს ყველა გამოყენებული პროდუქტის დარიცხვა ოთახების მიხედვით;
** გაუწიოს მონიტორინგი მინიბარში არსებულ სასმლის და საკვების მარაგს;

მოთხოვნები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/pGS6crL34v
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე