Робота для біженців з України
შესყიდვების და ლოჯისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების და ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: მპ დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "მპ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების და ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.

"მპ დეველოპმენტი" წარმოადგენს ერთ-ერთ სწრაფად მზარდ კომპანიას საქართველოს ბაზარზე. ის ამჟამად დაკავებულია საქართველოს რეგიონებში და თბილისში სავაჭრო მოლების განვითარებით. კომპანიას უკვე გააჩნია 18 ობიექტი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და აქტიურად მუშაობს ახალი კომერციული ობიექტების განვითარებაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო უნარები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ:

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მოთხოვნების მიხედვით პოტენციური მომწოდებლების მოძიება, ბაზრის კვლევა და შეფასება, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე;
** იმპორტის, საბაჟო პროცედურებისა და საერთაშორისო გადაზიდვების პროცესის მართვა;
** შენობების მოვლა-პატრონობისა და სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო მასალებისა და სერვისების შესყიდვა;
** შესყიდვის პროცესის კოორდინაცია, მათ შორის შესყიდვების მოთხოვნების მოწოდების ვადების, მომწოდებლების შესრულებისა და გენერალური ხელშეკრულებების ვადების კონტროლი;
** კომპანიის თანამშრომლებთან მჭიდრო კომუნიკაცია, შესასყიდი საქონლის/მომსახურების დეტალების დასაზუსტებლად;
** შესყიდვის პროცესის სრულად კოორდინირება, მათ შორის შესყიდული საქონლის მიწოდების დეტალების დაზუსტება და კონტროლი;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ლოჯისტიკური საკითხების დაორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ნაშთების კონტროლი და კომპანიის შიდა მომხმარებლების მხრიდან ინფორმაციის მიღება სამომავლო შესყიდვებზე;
** დანახარჯების კონტროლის მექანიზმის დაცვა;
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება კომპანიის შესყიდვების პოლიტიკით განსაზღვრული წესის მიხედვით;
** ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ატვირთვა კომპანიის შიდა სისტემაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების ან მონათესავე დისციპლინაში;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 Level);
** აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება:

** 2-3 წლიანი გამოცდილება შესყიდვებში. კერძოდ, სარემონტო, სამშენებლო, შენობის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0Tv84Sr

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე