Робота для біженців з України
სტაჟიორი ბუღალტერიის და აუთსორსინგის დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი ბუღალტერიის და აუთსორსინგის დეპარტამენტში
მომწოდებელი: ბუქქიფერსი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
აუდიტორული კომპანია "ბუქქიფერსი" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე ბუღალტერიის და აუთსორსინგის დეპარტამენტში.

შერჩეული კანდიდატი გაივლის 2-3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.

ძირითადი ფუნქციები:

** საბუღალტრო გატარებების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** ყოველთვიური საგადასახადო დეკლარაციების წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის სისრულესა და სიზუსტეში მოყვანის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელის მიერ საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა BALANCE-ის ცოდნა;
** სასურველია საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** ACCA-ის სტუდენტებს მიენიჭება უპირატესობა;
** MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურობა;
** შრომისმოყვარეობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, არჩილ ცაგარელის ქ. #34-36
** სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი (10:00-19:00)

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bkp.ge. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე