დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
ელვარე
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ბათუმში.
საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.
ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი/09:00-18:00;
** კორპორაციული დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
** ანაზღაურება: 1200 ფიქსირებული გამოსაცდელი პერიოდის მანძილზე (3 თვე), გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ფიქსირებული 1400 ლარი;
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი; ლერმონტოვის ქუჩა №135.
ძირითადი მოვალეობები/უნარები:
** ფიზიკური გამძლეობა და პასუხისმგებლობა - დატვირთვის, გადმოტანისა და გადაადგილების სამუშაოების შესრულება სიზუსტით და სიფრთხილით;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ - პროდუქციის სწორად დალაგება, მარკირება და მოწესრიგებულ გარემოზე ზრუნვა;
** დავალებების დროულად და პასუხისმგებლობით შესრულება - მენეჯერის მითითებების გათვალისწინება და გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე vacancy@elvare.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|