Робота для біженців з України
სადილერო ქსელის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადილერო ქსელის მენეჯერი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას სადილერო ქსელის (დისტრიბუციის) მენეჯერის პოზიციაზე.

საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31, 500 კვ.მ ფართზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.

კომპანიის მთავარი ღირებულება თანამშრომელია და კორპორაციული კულტურა დაფუძნებულია მთლიანად ამ ღირებულებაზე: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ თანაგუნდელთან ურთიერთობა.

ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და თანხვედრაშია ჩვენს სამუშაო ღირებულებებთან.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00, კვირაში 5 სამუშაო დღე
** კორპორაციული დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
** ანაზღაურება: 2000ლ ფიქსირებული + ბონუსი (დაახლოებით 1000ლ).
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ბიზნეს ცენტრი - ატრიუმი.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება;
** არსებულ კლიენტებზე გაყიდვების ზრდა;
** ახალი კლიენტების მოძიება და ურთიერთობის დამყარება;
** არსებულ კლიენტებზე გაყიდვების ზრდა;
** დებიტორული დავალიანების მართვა;
** პროდუქციის თაროზე განთავსების კონტროლი;
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის განვითარება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ელ-ფოსტის მისამართზე vacancy@elvare.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე