Робота для біженців з України
სერვის ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: ვინტო
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"ვინტო" - ავტომომსახურეობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ადგილობრივ ბაზარზე. ჩვენ მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ვართ ორიენტირებული და დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 10 სერვისცენტრით ვართ წარმოდგენილი. "ვინტო" მომხმარებელს სთავაზობს საავტომობილო პროდუქციისა და ავტომომსახურების სრულ სპექტრს - ახლოს, სწრაფად და მარტივად.

"ვინტო" ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების "ვისოლ ჯგუფის" წევრი კომპანიაა. სწორედ ჯგუფის სიძლიერე და პროფესიონალიზმია "ვინტო"-ს მყარი საძირკველი.

"Winto" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე თბილისის, ჰეიდარ ალიევის #13 ფილიალში.

ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი (1800-2500)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომსახურების ცენტრის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა;
** მომსახურების სტანდარტის დაცვა;
** მომსახურების ცენტრის კადრების დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლის მომსახურება;
** გაყიდვების გეგმის მუდმივი მონიტორინგი
** ობიექტზე პროდუქციის თაროებზე ოპტიმალურად განლაგების უზრუნველყოფა
** კადრების-ტექნიკოსების პროფესიონალიზმის და კომპეტენტურობის კონტროლი
** მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტების/მოსახურების და მიმდინარე სიახლეების გაცნობა;
** მომსახურების ცენტრში პრობლემის დადგომის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** MS Office-ის საბაზისო დონეზე ფლობა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: S.Mamaladze@winto.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ "სერვის ცენტრის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე