Робота для біженців з України
პროდუქტის მფლობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის მფლობელი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"Hash Bank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: Product Owner

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის მართვა — იდეის ფორმირება, განვითარება, იმპლემენტაცია და შემდგომ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ბანკის სტრატეგიული პრიორიტეტების, პროდუქტის საერთო ხედვისა და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით, Roadmap-ის შემუშავება და განახლება;
** პროგრესისა და განვითარების გეგმის რეგულარული გაზიარება სტეიკჰოლდერებთან და შიდა დაინტერესებულ მხარეებთან;
** ბიზნეს მოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და დოკუმენტირება;
** პროდუქტის თანმდევი ბიზნეს პროცესების ანალიზი, დიაგრამების შექმნა, არაეფექტურობისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** პროდუქტის პირველადი ვერსიის (MVP) განსაზღვრა;
** განსაზღვრულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, პროდუქტის Backlog-ის ჩამოყალიბება და მართვა, Epic-ებისა და User Story-ების შემუშავება, პროდუქტის ვიზუალური პროტოტიპების შემუშავების უზრუნველყოფა;
** საბოლოო ტესტირების (UAT) ჩატარება სტეიკჰოლდერების საჭიროებებთან შესაბამისობის დასადასტურებლად;
** პროდუქტის წარმატების კრიტერიუმების განსაზღვრა - მეტრიკების იდენტიფიცირება და ანალიზი;
** მომხმარებლის საჭიროებებისა და ქცევების მუდმივი შესწავლა სამომხმარებლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
** ბაზრის ტენდენციებისა და ახალი ტექნოლოგიების მუდმივი კვლევა, კონკურენტების ანალიზი და ინოვაციური გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** პროდუქტის სასიცოცხლო ციკლში არსებული ყოველი ეტაპის მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ეროვნული ბანკთან კომუნიკაციის კოორდინაცია;
** ვენდორებთან/მესამე მხარის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის მართვა;
** ახალ, ან არსებულ პროდუქტში დაგეგმილი ცვლილებების შეთანხმება ბიზნესის განვითარების, რისკების მართვის, ინფორმაციული უსაფრთხოების, AML, მომხმარებელთა მხარდაჭერისა და იურიდიულ დეპარტამენტებთან;
** პროდუქტის დიზაინის შემუშავება რეგულატორული მოთხოვნების, უსაფრთხოების სტანდარტებისა და ოპერაციული საჭიროებების შესაბამისად;
** ტექნიკური გუნდის მხარდაჭერა და პროდუქტის განვითარების პროცესში დაფიქსირებული დაბრკოლებების დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** გარე და შიდა სტეიკჰოლდერებთან (მომხმარებელთა მხარდაჭერის, მარკეტინგისა და საოპერაციო გუნდები) მჭიდრო თანამშრომლობა და პროდუქტის მომხმარებლისათვის წარდგენის პროცესის ხელმძღვანელობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

უმაღლესი განათლება - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი, ან მონათესავე სფერო.

ცოდნა და გამოცდილება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 2-3 წლიანი გამოცდილება - სასურველია საბანკო, ან ფინტექ სფეროში;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ბიზნეს პროცესების ანალიზისა და დოკუმენტირების გამოცდილება;
** JIRA-ში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** კარგად განვითარებული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** პროაქტიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** ბიზნეს პროცესების განვითარებასთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19 ივნისი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე