Робота для біженців з України
UX/UI დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: UX/UI დიზაინერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"Hash Bank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. Ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: UX/UI დიზაინერი

ძირითადი ფუნქციები:

** ციფრული პლატფორმებისთვის, მომხმარებლის Interface-ის შემუშავება - ვიზუალურად მიმზიდველი და მარტივი ნავიგაციის უზრუნველყოფა;
** პროდუქტის მენეჯერებთან და დეველოპერებთან მჭიდრო თანამშრომლობა მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების შესაქმნელად;
** დიზაინის წარდგენისათვის საჭირო Wireframe-ების, Storyboard-ებისა და პროტოტიპების შექმნა;
** სამომხმარებლო კვლევისაგან მიღებული უკუკავშირის გაანალიზება და პროდუქტის შესაბამისი იტერაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** მინიმუმ, 2-3 წლიანი გამოცდილება როგორც UX, ისე UI მიმართულებით;
** Figma და სხვა დიზაინ ხელსაწყოებთან მუშაობს გამოცდილება;
** Adobe Creative Cloud აპლიკაციებთან (Illustrator, Photoshop, After Effects) მუშაობის უნარი ჩაითვლება უპირატესობად;
** მომხმარებელზე ორიენტირებული დიზაინის მიდგომების ცოდნა;
** სწრაფი პროტოტიპების, User testing და Accesability პრინციპების ცოდნა;
** დიზაინის პრინციპების, ტიპოგრაფიის, ფერის თეორიისა და ბრენდინგის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კროს-ფუნქციურ გუნდებთან თანამშრომლობის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე და პორტფოლიო მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19 ივნისი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე