Робота для біженців з України
რეპორტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეპორტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივნისი
"Hash Bank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: რეპორტინგის მენეჯერი

ძირითადი ფუნქციები:

** პერიოდული ფინანსური და რეგულატორული ანგარიშგების მომზადება;
** რეპორტების დახვეწა და ავტომატიზაციის უზრუნველყოფა;
** მენეჯერული რეპორტების მომზადება;
** მონაცემების ანალიზი და ბიუჯეტირების პროცესის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ან ეკონომიკის მიმართულებით.

ცოდნა და გამოცდილება:

** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** SQL-ის მაღალ დონეზე ფლობა პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებით;
** საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციური მოთხოვნების ცოდნა;
** საქართველოს ეროვნული ბანკის სებსტატის ანგარიშგების მოთხოვნების ცოდნა;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება რეპორტინგის, ან ფინანსური ანალიზის სფეროში;
** IFRS სტანდარტების ცოდნა (ACCA/CFA სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** პროაქტიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურობა და კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19 ივნისი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე