დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Mosaics
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
კომპანია "Mosaics" არის ევროპული პრემიუმ ბრენდების შოურუმი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის და ექსტერიერის მოსაწყობი მასალების ფართო ასორტიმენტს (კერამიკული ფილა, სანტექნიკა, პარკეტი, რადიატორები და სხვა).
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: სამუშაო საათები 10:00-19:00, სამუშაო დღეები 5 დღე კვირაში
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე (ანაზღაურებადი)
ფუნქცია მოვალეობები:
** კორპორატიული მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
** კორპორატიულ მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება;
** მომხმარებლებისთვის კომპანიის პროდუქტის, კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი, სტრატეგიული და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** მომხმარებლებისთვის პრეზენტაციის და სხვადასხვა კომერციული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** გამართული მეტყველება უნარი;
** ინგლისური ან/და რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: ტრენინგებს უცხოელ პარტნიორებთან როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას, კარიერული განვითარების შესაძლებლობას და მზარდ ანაზღაურებას.
ანაზღაურება:ფიქსირებული ხელფასი (კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hello@mosaics.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|