Робота для біженців з України
პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ემ ბი სი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის (Junior Application Support) პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
მდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. #68
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05.07.2025

კომპანიის შესახებ:

სს მიკრობანკი "ემბისი" 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემოსულ ამოცანებზე დროული რეაგირება, ანალიზი;
** პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების მართვა და განხორციელებული ცვლილებების შემოწმება/ტესტირება;
** თანამშრომლების პროგრამულ-ტექნიკური დახმარება;
** საბანკო პროგრამების ადმინისტრირება;
** ორგანიზაციაში არსებული პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა;
** თანამშრომლების კონსულტირება პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება, საბანკო პროდუქტების ზოგადი ცოდნა;
** ALTA Software პროგრამების ცოდნა;
** MS SQL ბაზასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
** ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** სასურველია Web სერვერებთან (IIS) და სერვისებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია - კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, ყურადღება დეტალების მიმართ, გუნდის მართვის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი, კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია - თვითგანვითარების და პროფესიული ზრდის სურვილი, თვითკრიტიკულობა, თვითმოტივირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** Fitpass მომსახურების კორპორატიული პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას;
** დასაქმებულის საპენსიო შენატანი (2%) სრულად ფინანსდება კომპანიის მხრიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://hel-ai.com/apply/Od1BGCXc და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე