Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639679&print=yes&view=jobs
 
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს მის კუთვნილებაში მყოფი ონლაინ ჰიპერმარკეტისთვის - https://www.holst.ge-ს ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: 1 თვე - 800 ლარი, 2 თვე - 800 ლარი + საბონუსე ნაწილი (საშუალო ანაზღაურება 1500 ლარი)

მოვალეობები:

** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა, მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** ქოლ-ცენტრში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
** ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებსა და მესენჯერებზე მიღებული შეკვეთების მიღება, გადამოწმება და დამუშავება;
** კომპანიის პროდუქტების და ახალი შემოთავაზებების სრულყოფილი ცოდნა;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება;
** ბაზების წარმოება;
** კოორდინირებული მუშაობა სხვა დეპარტამენტებთან.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS word, MS Excel).

უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგებზე ორიენტაცია;
** პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
** სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge.

პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია