დასახელება:
ქოლცენტრის ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
ლემონსი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
შეუერთდი გუნდს და მართე ხმა, რომელიც გაყიდვებს ქმნის.
"შენი ადგილი ლემონსშია - გახდი ქოლცენტრის სუპერვარსკვლავი!"
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 3500-5000 ლარი + ბონუსი
შპს "ლემონსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე. კომპანია ლიდერობს უძრავი ქონების ბაზარზე და მუდმივად ეძებს აქტიურ და პასუხისმგებლობიან პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ განვითარება და წარმატების მიღწევა.
ძირითადი მოვალეობები:
** ქოლცენტრის ოპერატორების გუნდის მართვა და მოტივაცია
** ყოველდღიური სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი
** გუნდის მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და მიზნების შესრულების უზრუნველყოფა
** მყიდველების შეხვედრაზე მოწვევის სტრატეგიების შემუშავება და პროცესების გაუმჯობესება
** მუშაობა CRM სისტემასთან და ანგარიშგების მომზადება
** ახალი თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გუნდური მართვის გამოცდილება (სასურველია ქოლცენტრის ან გაყიდვების სფეროში)
** კომუნიკაბელურობა, და წარმატებული კომუნიკაციების ცოდნა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
** სწრაფი სწავლის უნარი და შედეგებზე ორიენტაცია
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტაბილური და კონკურენტული ანაზღაურება - საბაზისო ხელფასი პლუს სოლიდური ბონუსები შესრულებული გეგმების მიხედვით
** ჯანმრთელობის დაზღვევა - სრულყოფილი დაზღვევის პაკეტი
** მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო - თანამედროვე ოფისი და მეგობრული გუნდი
** პერსპექტივა კარიერული ზრდისთვის - შესაძლებლობა, გახდეთ ლიდერი და განვითარდეთ კომპანიასთან ერთად
** პროფესიული განვითარება - შიდა და გარე ტრენინგების შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@lemons.ge ან დაგვიკავშირდით: (995 32) 245 01 01
|
|
|
|