Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639671&print=yes&view=jobs
 
შეკვეთის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთის ოპერატორი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

ზრდასთან და განვითარებასთან ერთად, არასდროს გვავიწყდება, კომპანიის წარმატების მთავარი შემოქმედნი, ჩვენი გუნდის წევრები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი სამუშაო კულტურის შექმნა და გვჯერა, რომ გუნდის ძალა მის თითოეულ წევრშია და პირიქით ყველა მათგანის ძალას გუნდი აერთიანებს.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი და განვითარდი ჩვენთან ერთად
"MS Holding" ეძებს განვითარებაზე და დეტალებზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ახალი გამოწვევების მოყვარულ ადამიანს შეკვეთების ოპერატორის პოზიციაზე.

რისი გაკეთება მოგიწევს:

** პარტნიორი კომპანიებისგან და შოურუმისგან მიღებული შეკვეთების პროგრამულად დამუშავება და განთავსება;
** შეკვეთის გაწერისას, ფასების/ბარკოდების დადარება, სხვაობის იდენთიფიცირება, უზუსტობის შემთხევაში კომუნიკაცია გაყიდვების მენეჯერებთან;
** დასრულებულ/გაწერილ შეკვეთაზე, წერილობითი უკუკავშირი, მიწოდების ვადებზე საწყობთან და გაყიდვებზე პასუხისმგებელ პირებთან;
** დასრულებული/გაწერილი შეკვეთის ზედნადების ატვირთვა/უკან დაბრუნების ზედნადების კორექტირება, ან გაუქმება;
** გამავალი ზედნადებებისა და უკან დაბრუნების ზედნადებების დაარქივება;
** უკან დასაბრუნებელი პროდუქციის საბუთების მართვა - მიღებული უკან დაბრუნების პროგრამულად გაწერა, ობიექტის და შიდა საწყობის ინფორმირება დაბრუნების ვადებზე (შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად), საჭიროებისამებრ, ბუღალტერთან კომუნიკაცია;
** პარტნიორებისგან მოწოდებული წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა და საწყობის ინფორმირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია Apex-ში მუშაობის გამოცდილება;
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** სასურველია, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ჭირნახულის ქუჩა, #4;
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 საათი;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფა (მეტროდან);
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge
გთხოვთ ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია