დასახელება:
სატელეფონო ოპერატორი
|
მომწოდებელი:
სამედიცინო დაწესებულება
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
სამედიცინო დაწესებულება აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ოპერატორის თანამდებობაზე.
სავალდებულო მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და გადაცემის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, გულისხმიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** მიღებული დავალებებისა და მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო საათები: 09.30-18.00
დაინტერესებულმა პირებმა გააგზავნეთ CV ფოტოსურათით მისამართზე: centertbilisigeorgia@gmail.com 2025 წლის 30 ივლისამდე.
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CVის წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე.
CV პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|