Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: აიჯიჯი ასისტანსი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
შპს "აიჯიჯი ასისტანსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალების მართვა;
** პროდუქციით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებით მომარაგების პროცესის მხარდაჭერა;
** საქონლის დაუზიანებლად ჩამოტვირთვა და დანიშნულების ადგილზე შეტანა/განთავსება;
** ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შესაბამისი თანამშრომლებისა და სადაზღვევო კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობა. დაზიანების/გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საკურიერო სამუშაოს შესრულება;
** უშუალო უფროსის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება)
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული

სხვა მითითებები:

** ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი;
** უნდა შეძლოს საშუალო და მოცულობითი ნივთების აწევა/გადაადგილება.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ-ფოსტაზე: assistance@myigg.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შპს "აიჯიჯი ასისტანსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე