Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639654&print=yes&view=jobs
 
ადამიანური რესურსების სპეციალისტი - ხობი, ყულევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების სპეციალისტი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: აუცილებელია უმაღლესი (ბაკალავრი / მაგისტრი), სასურველია იურიდიული, ფინანსური, ეკონომიური ან ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობით;
** სამუშაო გამოცდილება: შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში);
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
** გარემოსთან სწრაფი ადაპტირების უნარი;
** აქტიურობა, შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ზეპირი და წერილობითი ანგარიშგების კარგი უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების გამართულად ფლობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამსახურებრივი საქმიანობისათვის აუცილებელი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების კარგი ცოდნა;
** შპს "შავი ზღვის ტერმინალის" შრომის შინაგანაწესის, თანამდებობრივი სამუშაოს აღწერილობის, სხვადასხვა პოლისებისა და პროცედურების მოთხოვნების დაცვა;
** თანამდებობრივი მოვალეობების შესრულება უშუალო ზედამხედველთან/უფროსთან კოორდინაციით და შესრულების თაობაზე ანგარიშგება;
** ISO სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად, დეპარტამენტის კუთვნილი სხვადასხვა დოკუმენტაციის, სამუშაო ფორმების, პოლისების, პროცედურების, თანამდებობრივი სამუშაო აღწერილობების, საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებისა და განახლების პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება და ანგარიშგება;
** დასაქმებულთა სამუშაო დროისა და ზეგანაკვეთურად ნამუშევარი დროის აღრიცხვის, ანაზღაურებადი, ანაზღაურების გარეშე შვებულებებით სარგებლობის, მივლინებების საკითხებზე მუშაობა (სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელების, ბრძანებების, წერილების პროექტების მომზადება, სპეციალური რეესტრების წარმოება და უშუალო უფროსთან წარდგენა);
** დეპარტამენტის უფროსისგან ან/და უშუალო უფროსისგან მიღებული მითითებების საფუძველზე ყოველდღიური რუტინული პროცესის (დასაქმება, როტაცია, დისციპლინური ზომები, თანამდებობიდან განთავისუფლება და ა.შ.) განხორციელება, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და უშუალო უფროსთან ანგარიშგება;
** დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მომსახურების ან/და შესყიდვის თაობაზე ინფორმაციის პროგრამულად ასახვა და ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
** უშუალო უფროსის კოორდინაციითა და ზედამხედველობით უნდა უზრუნველყოს:
** თანამშრომელთა ადაპტაციის პროგრამაში ჩართულობა, პროცესუალური მოთხოვნების სწორად წარმართვა და პერიოდული ანგარიშგება;
** მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე მინიმალური კომპეტენციის და კვალიფიკაციის მოთხოვნათა ბაზის განახლება, ახალი თანამდებობისათვის დადგენილი კომპენტენციებისა და კვალიფიკაციების ასახვა;
** კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებში არსებულ კრიტიკულ პოზიციებზე სათადარიგო პერსონალის (საქსესორების) შერჩევისა და მომზადების პროცესებში ჩართულობა, კრიტიკული პოზიციების მატრიქსის პერიოდული განახლება; კრიტიკულ პოზიციებზე სათადარიგოდ შერჩეული პერსონალის სწავლების პროცესში აქტიური ჩართვა;
** ჩასატარებელი ტრენინგების თაობაზე წლიური სამუშაო გეგმების შედგენის სამუშაო პროცესში ჩართვა, პროექტის მომზადება და უშუალო უფროსთან წარდგენა;
** საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგ კომპანიებთან საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება, პროცესების მიმდინარეობის შესახებ მოპოვებული ინფორმაციების თავმოყრა, დამუშავება და უშუალო უფროსთან ანგარიშის წარდგენა;
** ჩატარებული ტრენინგების ეფექტურობის, მიღებული ცოდნის საწარმოო სფეროში გამოყენებისა და დანერგვის შედეგების შეფასების პროცესების ორგანიზება, მასალების თავმოყრა, დამუშავება, შესაბამის ფორმებში ასახვა და ანგარიშის მომზადება;
** უშუალო უფროსთან კოორდინაციით შპს "შავი ზღვის ტერმინალში" სხვადასხვა საგანმანათლებლო სასწავლებლების სტუდენტების საწარმოო სწავლებების (საწარმოო პრაქტიკების) ორგანიზების საკითხებზე მუშაოვბა.
** კომპანიისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული და სხვა თარიღების ირგვლივ პრეზენტაციების მომზადება;
** ადამიანური რესურსების დეპარტამენტის საქმიანობის თაობაზე ყოველკვარტალური, წლიური ანგარიშების/პრეზენტაციების მოსამზადებლად საჭირო მასალების თავმოყრა და მათი დამუშავება და შესაბამისი ანგარიშგება;
** დეპარატამენტის წლიური სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობა;
** თანამდებობრივი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ უშუალო უფროსთან სისტემატური რეპორტინგის უზრუნველყოფა;
** საჭიროებისას დეპარტამენტის მენეჯერისგან/უშუალო უფროსისგან მიღებული სხვადასხვა დამატებითი დავალებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული, მის ხელთ არსებული ინფორმაციის მკაცრად კონფიდენციალურობაზე პასუხისმგებლობა;

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო.); - დასვენებისა და უქმე დღეების გარდა,
** უფასო კვება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az;
ტელ: 577 95 87 97; 0 322 24 38 38.

• CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
• დიპლომის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
• ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 05.07.2025

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია