Робота для біженців з України
კონკურსი ექსტრაკურიკულური აქტივობებ. დანერგვა და განვითარება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი ექსტრაკურიკულური აქტივობებ. დანერგვა და განვითარება
მომწოდებელი: პროფესიული უნარების სააგენტო
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 11 ივლისი
თანდართული ფაილი: 639651_danarti_6900008.zip
ა (ა)იპ "პროფესიული უნარების სააგენტო" აცხადებს კონკურსს: პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა და განვითარება.

კონკურსის მიზნები:

** პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების მხარდაჭერა ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა/განვითარების გზით;
** პროფესიულ განათლებაში არაფორმალური განათლებისა და სტუდენტური სერვისების განვითარება;
** პროფესიული განათლების პოპულარიზაცია სკოლის მოსწავლეებსა და თემის სხვა წევრებში;
** სტუდენტებში საკვანძო კომპეტენციების განვითარება;
** ინკლუზიური და უსაფრთხო გარემოს ფორმირების გზით, სასწავლო გარემოში სტუდენტების ინტეგრაცია;
** პროფესიულ სტუდენტების პიროვნული და კარიერული განვითარება, მათი სოციალურ და შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:

** ექსტრაკურიკულური პროექტის შესახებ განაცხადი შეიძლება წარმოადგინოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებამ (საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით არსებული), რომელიც დაფინანების მიღების მიზნით წარმოადგენს განაცხადს სააგენტოში;

ექსტრაკურიკულური აქტივობების პროექტის შეფასების კრიტერიუმები:

** პროექტის მიზანი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და პასუხობს ქვეპროგრამის კომპონენტის მიზნებს;
** მკაფიოდაა წარმოდგენილი მიზნის მიღწევის კონკრეტული გზები და მისი შეფასების მეთოდები;
** ცხადად იკვეთება პარტნიორი ორგანიზაციის ჩართულობის მიზნები და როლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** მკაფიოდაა განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, ხოლო განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში, თემის სხვა წარმომადგენლის ჩართულობის ფორმა;
** პროექტში წარმოდგენილია თემის/სტუდენტების საჭიროებების ანალიზი და მას ეფუძნება პროექტის შინაარსობრივი მხარე;
** პროექტი წარმოადგენს ინოვაციურ იდეას და მოიცავს შემოქმედებით მეთოდებს სტუდენტების სწავლების პროცესში;
** პროექტის განხორციელება ეფუძნება ინკლუზიურობის პრინციპს, მასში ჩართულობა შეუძლია ნებისმიერი შესაძლებლობისა და საჭიროების მქონე პირს;
** პროექტი ხელს უწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების მდგრადად გამოყენებას;
** პროექტი ხელს უწყობს სამიზნე ჯგუფში საკვანძო კომპეტენცი (ებ)ის განვითარებას;
** პროექტი ხელს უწყობს მონაწილეების პროფესიულ/სამუშაო კომპეტენციების განვითარებას;
** განაცხადში ნათლად არის აღწერილი გამოცდილებისა და ცოდნის გადაცემის მოდელი;
** პროექტის ბიუჯეტი უზრუნველყოფს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა-განვითარებას და მიმართულია მხოლოდ მისი განხორციელების საჭიროებებზე;
** პროექტის ხანგრძლივობა წარმოადგენს მინიმუმ 2 თვეს;
** სრულყოფილადაა წარმოდგენილი ბიუჯეტი და სხვა ფინანსური დოკუმენტები;
** პროექტი ხარჯთეფექტურია:
** პროექტის ბიუჯეტი შესაბამისობაშია პროექტის მოსალოდნელ შედეგებთან (მონაწილეთა რაოდენობა, ღონისძიებების/აქტივობების მასშტაბი)
** ბიუჯეტში მოცემული რესურსები პირდაპირ უკავშირდება პროექტის მიზნებსა და აქტივობებს;
** ადამიანური რესურსების (ადმინისტრაციული და სხვა პერსონალის) რაოდენობა და შრომის ანაზღაურება თანხვედრაშია მათი პასუხისმგებლობასთან, სამუშაო დატვირთვასთან და პროექტის მიზნებთან;
** პროექტის განაცხადის ფორმით მოთხოვნილი რესურსები (აღჭურვილობა, მასალები) შესაბამისობაშია პროექტის მიზნებთან და შესაძლებელია გამოიყენოს პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ სხვა საგანმანათლებლო ან ექსტრაკურიკულური აქტივობების პროცესში;
** სააგენტოდან მოთხოვნილი ფინანსური რესურსი დასაბუთებულია.

კონკურსის ფარგლებში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადის ფორმა (დანართი N1-ით გათვალისწინებული ფორმით);
ბ) ბიუჯეტის ფორმა (დანართი N2-ით გათვალისწინებული ფორმით);
გ) ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია (შესაბამის საქონელთან ან/და მომსახურებასთან დაკავშირებით არანაკლებ 3 კომპანიისგან მიღებული ინვოისი) ნებისმიერი საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში;
დ) პარტნიორთან გაფორმებული მემორანდუმი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საკონკურსო განაცხადის დაფინანსების ოდენობა და მიღების ვადები:

** ერთი განაცხადის/პროექტის დაფინანსების ოდენობა შეადგენს 20 000 ლარს;
** განაცხადები მიიღება 05 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით (05.06.2024-11.07.2025)

პროექტის დაფინანსების ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია.

განაცხადები უნდა გამოგვიგზავნოთ ხელმოწერილი PDF ფორმატში.

განაცხადები მიიღება Eflow-ს ან ელ.ფოსტის - info@geoskills.ge საშუალებით (Eflow-ს დოკუმენტბრუნვის ელ.სისტემის მქონე დაწესებულებების განაცხადი მიიღება მხოლოდ Eflow-ს საშუალებით).

გთხოვთ, სათაურში (Subject-ში) მიუთითოთ ექსტრაკურიკულური აქტივობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე