დასახელება:
HR სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
რესტოაუდიტი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
შპს "რესტოაუდიტი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე!
ჩვენ ვეძებთ აქტიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელსაც სურს წვლილი შეიტანოს კომპანიის ზრდასა და თანამშრომლების წარმატებაში.
ძირითადი მოვალეობები:
კადრების ადმინისტრირება და დოკუმენტაცია:
** შრომითი ხელშეკრულებების შემუშავება, გაფორმება და მართვა;
** თანამშრომლების დაქირავების, ადაპტაციისა და გათავისუფლების პროცესის ორგანიზება.
პერსონალის შერჩევა და ადაპტაცია:
** ვაკანსიების განთავსება სხვადასხვა პლატფორმაზე;
** კანდიდატებთან გასაუბრება და შეფასება;
** ახალი თანამშრომლების ონბორდინგის ორგანიზება.
მოტივაციის სისტემის შემუშავება და დანერგვა:
** თანამშრომლების წახალისების პროგრამების შექმნა;
** მოტივაციის სისტემის ანალიზი და გაუმჯობესება.
თანამშრომლების სწავლება და განვითარება:
** კლიენტებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების ტრენინგების ჩატარება;
** კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ორგანიზება;
** კომპანიის შიდა სტანდარტებისა და წესების შემუშავება.
შიდა პროცესების ორგანიზება და მართვა:
** კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება და მართვა;
** შიდა რეგლამენტებისა და პროცესების დანერგვა;
** პრობლემური სიტუაციების სწორად გადაჭრის სწავლება.
პრობლემურ საკითხებზე მუშაობა:
** კლიენტებთან ურთიერთობის ინსტრუქციების შემუშავება;
** შიდა და გარე კონფლიქტების მართვაში დახმარება.
მოთხოვნები:
** HR სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გასაუბრებების ჩატარებისა და კანდიდატების შეფასების უნარები;
** აუცილებლად უნდა ჰქონდეს სხვადასხვა სოც. ქსელებიდან კანდიდატების მოძიების უნარი;
** სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის საფუძვლების ცოდნა და დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და ადამიანებთან ურთიერთობის უნარები;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
რას გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრულ გუნდში მუშაობა;
** კონკურენტული ანაზღაურება, გამოცდილების გათვალისწინებით.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Contact@restoaudit.ge.
გთხოვთ, წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "HR სპეციალისტი".
|
|
|
|