Робота для біженців з України
მექანიკოსის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მექანიკოსის ასისტენტი
მომწოდებელი: სკუტ სკუტი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"სკუტ სკუტის" გუნდში მექანიკოსის ასისტენტის ვაკანსია გვაქვს!

ვის ვეძებთ:

** ადამიანს, ვისაც უყვარს თავისუფლება და ორბორბლიანი ტრანსპორტი
** ვისაც უნდა პრაქტიკულად ისწავლოს და განვითარდეს
** პასუხისმგებლობიან, შრომისმოყვარე და გუნდურ მოთამაშეს
** ტექნიკური გამოცდილება ან განათლება ჩაითვლება პლიუსად, მაგრამ სურვილი ყველაზე მნიშვნელოვანია!

რას გააკეთებ:

** დაეხმარები მთავარ მექანიკოსს ყოველდღიურ სამუშაოში
** ისწავლი სკუტერებისა და მოტოციკლების დიაგნოსტიკას, შეკეთებას და მომსახურებას
** გამოიყენებ პროფესიონალურ ხელსაწყოებს და ისწავლი რეალურ სამუშაო გარემოში
** განვითარდები ყოველდღე და თანდათანობით შეგეძლება დამოუკიდებლად მუშაობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლას პროფესიონალ მექანიკოსთან ერთად
** განვითარების გზას ასისტენტიდან დამოუკიდებელ მექანიკოსობამდე
** მეგობრულ გუნდს და სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას — ჩვენ გვინდა, რომ შენც ისევე დაცული იყო, როგორც ჩვენი სკუტერები!
** სამომავლოდ — მექანიკოსის პოზიცია მაღალი პასუხისმგებლობით და შესაბამისი ანაზღაურებით
** სატელეფონო სერვისების პაკეტს
** ოფისის ადგილმდებარეობა: თბილისი, კონსტიტუციის N4,
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ჩვენს შესახებ:

"სკუტ სკუტში" გვჯერა, რომ თავისუფალი გადაადგილება თავისუფალი ცხოვრების აუცილებელი პირობაა.

სწორედ ამის გამო 9 წლის წინ დავაარსეთ და გამოვზარდეთ ლიდერი მოტო იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია - "სკუტ სკუტი"

ამ პერიოდის განმავლობაში, მოვახერხეთ, რომ სკუტერი, რომელიც ჩვენამდე ასოცირდებოდა ნაკლებად პრესტიჟულ, საშიშ გასართობ საშუალებად, გვექცია ტრანსპორტად, რომელსაც ახლა, ასე თუ ისე, ყველა სფეროს წარმომადგენელი განიხილავს ავტომობილის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივად.

დღეს გვაქვს ორი მაღაზია საქართველოში, კერძოდ თბილისში და ბათუმში.

ვართ ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი და მუდმივად ვართ ორიენტირებული კომპანიის და თანამშრომლის განვითარებაზე

თუ ფიქრობ, რომ "სკუტ სკუტის" გუნდისთვის კარგი შენაძენი იქნებოდი, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: akaki@scootscoot.ge

Web: https://scootscoot.ge FB: https://www.facebook.com/ScootScootTbilisi Insta: scootscoot_Geo
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე