Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სკუტ სკუტი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"სკუტ სკუტის" სერვის ცენტრში, გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია გვაქვს!

თუ ხარ ხალისიანი და მოძრავი ადამიანი და გაქვს გამბედაობა, რომ შეეჭიდო ისეთ დიდ და რთულ საქმეს, როგორიც ქვეყნის გასკუტერიანებაა, წაიკითხე ბოლომდე:

შემოგვიერთდი, თუ:

** გჯერა, რომ სკუტერი და მოტო თავისუფალი ადამიანების ტრანსპორტია
** გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა
** ხარ ძალიან პასუხისმგებლობიანი
** გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი
** ხარ ძალიან ორგანიზებული
** მუდმივად მიისწრაფვი ქაოსურობა მოაწესრიგო
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული
** შეგიძლია გუნდური მუშაობა

ძირითადი მოვალეობები:

** სერვის-ცენტრში სკუტერების/მოტოციკლების ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვის წარმოება
** პროდუქციის გაყიდვა და სალაროს კონტროლი
** მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით მომსახურების გაწევა, პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების გაცნობა.
** პროდუქციის მიღება და დასაწყობება
** აქტიურობა სოციალურ ქსელში
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** სერვისის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა.
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** მეტად სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** სატელეფონო სერვისების პაკეტს
** უფასო კორპორატიულ დაზღვევას
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობას

ოფისის ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუბინაშვილის 71,
სამუშაო გრაფიკი 10:00-19:00 (კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი)
ხელფასი: ფიქსირებული (1250 გროსი) + ბონუსი გაყიდვებიდან (განისაზღვრება გამოცდილებიდან)

ჩვენს შესახებ:

"სკუტ სკუტში" გვჯერა, რომ თავისუფალი გადაადგილება თავისუფალი ცხოვრების აუცილებელი პირობაა.

სწორედ ამის გამო 6 წლის წინ დავაარსეთ და გამოვზარდეთ ლიდერი მოტო იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია - "სკუტ სკუტი"

ამ პერიოდის განმავლობაში, მოვახერხეთ, რომ სკუტერი, რომელიც ჩვენამდე ასოცირდებოდა ნაკლებად პრესტიჟულ, საშიშ გასართობ საშუალებად, გვექცია ტრანსპორტად, რომელსაც ახლა, ასე თუ ისე, ყველა სფეროს წარმომადგენელი განიხილავს ავტომობილის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივად.

დღეს გვაქვს ორი მაღაზია საქართველოში, კერძოდ თბილისში და ბათუმში და 1 მაღაზია აზერბაიჯანში, ბაქოში.

ვართ ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი, და მუდმივად ვართ ორიენტირებული კომპანიის და თანამშრომლის განვითარებაზე

თუ ფიქრობ, რომ "სკუტ სკუტის" გუნდისთვის კარგი შენაძენი იქნებოდი, გამოგვიგზავნე რეზიუმე მეილზე: tatu@scootscoot.ge.

Web: https://scootscoot.ge FB: https://www.facebook.com/ScootScootTbilisi Insta: scootscoot_Geo
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე