Робота для біженців з України
საცალო გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცალო გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: გეზ მოტორსი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
კომპანია "გეზ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე. გამოცხადებულია ორი ვაკანტური ადგილი.

პროდუქტი: საავტომობილო და ინდუსტრიული საბურავები, აკუმულატორები, საცხებ-საპოხი მასალები, ავტოქიმია, ავტოკოსმეტიკა, ფილტრები, მუხრუჭები და ავტოაქსესუარები.

პასუხისმგებლობები:

** მიესალმეთ და ისე მიმართეთ მომხმარებლებს.
** მიაწოდეთ დაზუსტებული და დეტალური ინფორმაცია (მაგ. პროდუქტის მახასიათებლების, ფასების და გაყიდვების შემდგომი მომსახურების შესახებ).
** უპასუხეთ მომხმარებლის შეკითხვებს კონკრეტული პროდუქტების/მომსახურების შესახებ.
** განახორციელეთ ფასებისა და მახასიათებლების შედარება, რათა ხელი შეუწყოთ პროდუქტის სწორედ გაყიდვას.
** განახორციელეთ პროდუქტების ჯვარედინი გაყიდვა - დამატებითი პროდუქტების და მომსახურების შეთავაზება, რომლებიც ავსებს პირველად შენაძენს.
** დარწმუნდით, რომ თაროები სრულად არის მომარაგებული და პროდუქტი სწორედ არის წარმოდგენილი.
** გაყიდვების და მომსახურების გუნდთან კოორდინირებული მუშაობით, უზრუნველყოთ მომსახურების მაღალი ხარისხი და შესანიშნავი გამოცდილება მომხმარებლისთვის (განსაკუთრებით გაყიდვების პიკის დროს).
** აცნობეთ მომხმარებლებს ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ.
** აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია საცალო გაყიდვების მენეჯერს მომხმარებლის გამოხმაურების შესახებ.
** მუდმივად შეისწავლეთ და განაახლეთ ცოდნა ახალი პროდუქტების/მომსახურებების შესახებ.

მოთხოვნები და უნარები:

** აუცილებელია კანდიდატს გააჩნდეს ამავე ბიზნეს სფეროში საცალო ან საბითუმო გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.
** საცალო გაყიდვების პროცესის გააზრება.
** მომხმარებლის ქცევის პრინციპების შესახებ ინფორმაცია.
** მათემატიკის ძირითადი უნარები (სწორი დაანგარიშება).
** გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის მიღწევის გამოცდილება.
** შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი და სანდო ურთიერთობების დამყარება
** სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი.
** მოქნილობა სხვადასხვა ცვლაში მუშაობისთვის.
** MS OFFICE-ის საშუალო დონეზე ცოდნა

კომპანია დასაქმებულებს სთავაზობს:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს კომპანიის სამივე ფილიალში
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას
** ტრენინგებს საქართველოში
** კორპორატიულ და გუნდურ ღონისძიებებს.

პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (1 დღე დასვენება)
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 სთ (შესვენება 1 საათი)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + გაყიდვების პროცენტი. საშუალო წლიური ანაზრაურება 2500 ლარი თვეში.

ვის ვეძებთ?!

ჩვენ ვეძებთ შედეგებზე ორიენტირებულ გაყიდვების წარმომადგენელს რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს, არსებული და პოტენციური მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რათა უზრუნველყოს მომხმარებლის კმაყოფილება და გაყიდვების მუდმივი ზრდა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@gezmotors.ge ან დაგვიკავშირდით 0322 40 34 03.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე