Робота для біженців з України
ონლაინ თამაშის წარმდგენი - ანაკლია-განმუხური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ თამაშის წარმდგენი
მომწოდებელი: Universe Studio
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"Universe Studio" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ თამაშის წარმდგენის პოზიციაზე.

ჩვენ ქართულ სტუდიაში ვეძებთ ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე თანამშრომლებს, რათა შემოგვიერთდნენ და დაიწყონ თავიანთი მოგზაურობა მულტიკულტურულ კომპანიაში. თუ კი მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის და კარიერული ზრდისთვის, შემოგვიერთდი, გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიიღე საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

ვინ არის ონლაინ თამაშის წარმდგენი?

ონლაინ თამაშის წარმდგენი - სამაგიდო თამაშების, როგორიცაა ლაქსი 7, ანდარ ბაჰარი და სხვა ონლაინ თამაშების პრეზენტატორი, რომელიც უსაფრთხო და მყუდრო გარემოში, კამერების წინ, დისტანციური მომხმარებლებთან მუშაობს.

ჩვენთან მოხვედრისთვის დაგჭირდება რამდენიმე რამ:

** პოზიტიური განწყობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

მოვალეობები:

თამაშის წარდგენა, კამერასთან მუშაობა და ღიმილი;

ასევე:

** არ ვითხოვთ უცხო ენების ფლობას, ან გამოცდილებას;
** უნდა იყო მინიმუმ 18 წლის;

ჩვენი პირობები:

** 2/2ზე 12 საათიანი გრაფიკით, გთავაზობთ მოქნილ გრაფიკს, რომელიც მოგცემს თანხის გამომუშავების საშუალებას;
** სტაბილური და საათობრივი ანაზღაურება: დღის სმენა 8 ლარი, ღამის სმენა 9 ლარი + საბონუსე სისტემა, რომელიც მოტივაციას აგიმაღლებს.
** შრომითი ხელშეკრულება;
** ტრენინგის ხანგრძლივობა 1 კვირა ; (ჩვენს აკადემიაში უზრუნველვყოფთ ანაზღაურებად ტრენინგს);
** და რაც მთავარია Universe Studio გთავაზობს საცხოვრებლით უზრუნველყოფას და კვებას;

რას გთავაზობთ უნივერსი ჩვენს თანამშრომლებს?

** თანამედროვე სტუდიას, სადაც დაგხვდებათ უსაფრთხო და მყუდრო სამუშაო გარემო;
** კარგი საბონუსე სისტემა;
** ჩაი, ყავა, ხილი, ტკბილეულობა;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
** მორგებულ გრაფიკს, რომელიც დაგეხმარება შეათავსო სამსახური და სწავლა;

თუ აღფრთოვანებული ხარ და გსურს მოისმინო მეტი ჩვენი კომპანიის შესახებ, მოგმართე, ჩვენ დაგიკავშირდებით! დაიწყე მუშაობა კომპანია უნივერსში და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: universegeo.hr@gmail.com და გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე