Робота для біженців з України
1C ბაზის ადმინისტრატორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ბაზის ადმინისტრატორის ასისტენტი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 260-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

კომპანია "სუფთა სახლი" ეძებს გუნდის ახალ წევრს 1C ბაზის ადმინისტრატორის ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (09:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
კონკურენტული ანაზღაურება: შეთანხმებით, განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნეს პროცესების შესრულების დროს მონაცემთა ბაზაში შეცდომებისა და უზუსტობების აღმოჩენა;
** მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვაში მონაწილეობის მიღება და ხელმძღვანელის ასისტირება;
** მოდულის შემუშავებისას ტექნიკური დავალების დაწერის პროცესში მონაწილეობა;
** მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
** ახალი ფუნქციონალების დამუშავება, რელიზის განახლებისა და ტესტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ახალი ფილიალების პროგრამული აწყობა;
** ფილიალებში მიმდინარე პროცესში წარმოშობილ ხარვეზებზე დროული რეაგირების უზრუნველყოფა - პროგრამულად გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და გასწორება, ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** საიტის პროგრამული მხარდაჭერა;
** CRM-ს, ბონუსური პროგრამების, ვაუჩერების, აქციებისა და გათამაშებების პროგრამული აწყობა;
** მონაცემთა ბაზის "ბექაფის" პროცესის მონიტორინგი;
** თვის დახურვის ოპერაციების შესრულების მონიტორინგი, შეცდომების გასწორება (პროგრამული ხარვეზების იდენტიფიცირებისა და გასწორების კუთხით);
** ასრულებს დამფუძნებლისა და პარტნიორი კომპანიების დამფუძნებელთა ცალკეულ დავალებებს რაც არ სცდება მოქმედ კანონმდებლობასა და კომპანიის შიდა სამართლებრივ თუ ეთიკურ სტანდარტებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** Microsoft Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა

დამატებითი უნარები:

** კომუნიკაბელური;
** პასუხიმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა "1C ბაზის ადმინისტრატორის ასისტენტი".

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლი"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე