დასახელება:
უმცროსი წარმოების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Blue Waters
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს- უმცროს წარმოების მენეჯერს!
Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების წარმოების, მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.
ბლუ უოთერსი ბაზარზე წარმოდგენილია ასევე წყლის ფილტრაციის სისტემებით. ვყიდით და ვამონტაჟებთ როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ინდუსტრიული ტიპის წყლის ფილტრაციის სისტემებს.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://bluewaters.ge
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება- 1300-1500 ლარი, დამოკიდებულია გამოცდილებაზე;
** წარმოების და მენეჯმენტის პროცესებში გამოცდილების მიღების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** რეალური კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** კომპანია უზრუნველყოფს სამუშაო სპეციფიკის ადგილზე შესწავლას.
სამუშაოს აღწერა:
** წარმოების პროცესების ოპტიმიზაციაში აქტიური ჩართულობა;
** ახალი ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის დანერგვის პროექტების ინიცირებასა და მართვაში აქტიური ჩართულობა;
** პროდუქტის შესაბამისობის შემოწმება ტექნიკური მოთხოვნების და ნახაზების შესაბამისად
** მიღებული მასალების ხარისხის კონტროლის განხორციელებაში ჩართულობა
** წარმოების მეთოდების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება
** აქტიური კომუნიკაცია სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან, რათა უზრუნველყონ დახმარება წარმოებასა და პროდუქტებთან დაკავშირებულ საკითხებში;
** ყოველდღიური რეპორტინგი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მიმდინარე პროცესების შესახებ
** წარმოების დირექტორის დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში
მოთხოვნები:
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (C1-C2)
** სასურველია გამოცდილება ტექნიკური მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მოტივაცია და ახლის სწავლაზე ორიენტირება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
სამუშაო განრიგი:
** 5 სამუშაო დღე, ორშ- პარ 09:00-დან 18:00 საათამდე.
** ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე
** ძირითადი სამუშაო ლოკაცია-ლილოს დასახლება
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/Juniorproductionmanager1/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|