დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
მინდორი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
Mindor არის საქართველოს პირველი სისტემური გაჯანსაღების სტარტაპი.
1.5 წელიწადში ჩვენ გვყავს 9000+ კმაყოფილი მომხმარებელი. ვეხმარებით ადამიანებს გონება-სხეულის ბუნებრივ და ერთიან აღდგენაში — ხარისხიანი დანამატებით, ონლაინ კურსებით, ცოდნით, რომელიც მომხმარებელს საკუთარი ჯანმრთელობის ლიდერად აქცევს.
პოზიციის აღწერა:
** დაურეკო ყოველდღიურად 30-50 მომხმარებელს (არსებულს ან დაინტერესებულს)
** მიიღო შეკვეთები და შეასრულო გაყიდვების თვიური გეგმა
** სწორად და გასაგებად დააფიქსირო გაყიდვები სისტემაში
აუცილებელი მოთხოვნები:
** გაქვს 6+ თვიანი გამოცდილება მაინც გამავალ ზარებზე
** გამართული მეტყველება და წერა გაქვს ქართულად
** ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დამოუკიდებელი
** გსურს განვითარების შანსი სწრაფად მზარდ, კეთილგანწყობილ გუნდში
(სასურველია, მაგრამ არააუცილებელი: საკვები დანამატების, ფარმასექტორის ან სხვა ფიზიკური პროდუქტის შეთავაზების გამოცდილება)
რას გთავაზობთ:
** 100% - ით დისტანციური სამუშაო
** ნახევარ ან სრულ განაკვეთი
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსი შედეგებზე
** რეალური პროფესიული და ფინანსური ზრდის შესაძლებლობა
** მეგობრული გუნდი, რომელიც ზრუნავს შენს განვითარებაზე
** მონაწილეობა სწრაფად მზარდი ჯანმრთელობის ბრენდის მისიაში
შენი ხმა, შენი გავლენა — შემოგვიერთდი!
გამოგზავნე რეზიუმე: mindori@drlashajakeli.com
|
|
|
|