Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: კომბინატი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
კვების ობიექტების ქსელ "კომბინატი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში (ლოკაცია - ორთაჭალა - გორგასლის 14).

კომპანია დაარსდა 2015 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა ჯანსაღი და სწრაფი კვების მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კაფის პერსონალის ხელმძღვანელობა;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
** აღწერების სრულფასოვნად ჩაატრების კონტროლი;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები/უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** გრაფიკი - კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 08:00-17:00;
** უფასო კვება;
** ანაზღაურებად შვებულება;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას;
** ანაზღაურება - კვალიფიკაციის მიხედვით (1200-1500 ლარი)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zura@mtkvari.group და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე