Робота для біженців з України
დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო მარჯან პლაზა
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
4* ვარსკვლავიანი სასტუმრო მარჯან პლაზა 2022 წლის ოქტომბრის თვიდან ოფიციალურად ოპერირებს სასტუმრო-სარესტორნო ბაზარზე და ღირსეულ კონკურენციას უწევს საქართველოში არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ ბრენდებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, საპატიო ადგილი უკავია Booking. Com- ის სარეიტინგო სიაში.

სასტუმრო მარჯან პლაზა აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, დ.უზნაძის ქუჩა 65
სამუშაო განაკვეთი: 8 საათიანი; 5/2
ანაზღაურება: ფიქსირებული
ბენეფიტი: კვება და დაზღვევა

მენეჯერი უზრუნველყოფს ყოველდღიური ოპერაციების გამართულად მართვას, გუნდის საქმიანობის მონიტორინგს და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მორგებულია სტუმრების კომფორტსა და მოთხოვნებზე. იგი პასუხისმგებელია სასტუმროში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების უწყვეტ დაცვასა და გუნდის მართვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგენს და განაახლებს SOP-ებს (სტანდარტულ სამუშაო პროცედურებს) ოპერაციული საჭიროებების მიხედვით.
** მართავს გუნდს, ზედამხედველობს ოთახებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების სისუფთავის სტანდარტების დაცვას, ატარებს ტრენინგებს და აფასებს თანამშრომელთა მუშაობას
** აწარმოებს დასუფთავების ინვენტარის აღრიცხვასა და უზრუნველყოფს მის დროულ შევსებას.
** იქნას ოთახებისა და საერთო სივრცეების სათანადო ტექნიკური მოვლა და სტუმართა დროული მომსახურება..
** მართავს ინვენტარს (ქიმიკატები, თეთრეული, მარაგები), აკონტროლებს რესურსების დროულ განკარგვასა და მიზნობრივ გამოყენებას.
** თანამშრომლობს სხვა დეპარტამენტებთან საჭიროებისამებრ და ხელს უწყობს გუნდურ, პოზიტიურ სამუშაო გარემოს.
** აკონტროლებს ხელფასების, სამუშაო გრაფიკებისა და ბონუსების აღრიცხვას, უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტეს და საჭიროების შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას შესაბამის პირებს.
** ადგენს დიასახლისების სამუშაო გრაფიკს, ანაწილებს მოვალეობებს, აკონტროლებს ცვლების გადაბარების პროცესს და მართავს საშტატო ცვლილებებს.
** თანამშრომლობს რეცხვის მომსახურების მომწოდებელთან - აკონტროლებს თეთრეულის რაოდენობას, მიწოდების დროულობას, სისუფთავის ხარისხსა და ფასების შესაბამისობას.
** აკონტროლებს დაკარგული ნივთების აღრიცხვასა და დამუშავების პროცესს, მართავს მარაგებსა და ინვენტარს
** თანამშრომლობს მიღება-განთავსების და ტექნიკურ დეპარტამენტთან, რათა უზრუნველყოფილ
** გეგმავს და ზედამხედველობს გენერალური დასუფთავების პროცესს.
** უზრუნველყოფს სტუმრების განსაკუთრებულ საჭიროებებზე სწრაფ და სათანადო რეაგირებას.
** უზრუნველყოფს უსაფრთხოების პროცედურების დაცვას სამუშაო პროცესში.
** მონაწილეობს გუნდურ შეხვედრებსა და ტრენინგებში.
** საჭიროების შემთხვევაში ეხმარება დიასახლისს ოთახის დალაგების ფუნქციებს საოპერაციო საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის
** კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებს სასტუმროს საგანგებო პროცედურების შესაბამისად და ზრუნავს სტუმრების უსაფრთხოებაზე.

კვალიფიკაცია:

** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება დალაგება-დასუფთავების სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე
** სასურველია პროგრამა ოპერა ქლაუდში მუშაობის გამოცდილება.
** სტრესულ სიტუაციებში თავაზიანობისა და სიმშვიდის შენარჩუნება, სტუმართა საჭიროებებზე სწრაფი და ყურადღებიანი რეაგირება.
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება.
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
** დალაგება-დასუფთავების მართვის სისტემების ცოდნა.
** ჰიგიენის სტანდარტებისა და უსაფრთხოების პროტოკოლის ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ, პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ გარემოს;
** სწავლებისა და განვითარების პროგრამებს;
** გუნდური აქტივობების პროგრამებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@marjanplaza.ge და წერილის, თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის თემატური დასახელება - "დასუფთავების დეპარტამენტის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "რედვუდ ჰოსპიტალიტი მენეჯმენთ"-ის მიერ (ს/ნ.: 402270671) იურ. მის.: ქ. თბილისი, დ.უზნაძის 65) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Hr@marjanplaza.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე