Робота для біженців з України
კონსულტანტი - შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, გურია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ასოციაცია ანიკა
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 16 ივნისი
ასოციაცია "ანიკა" იწვევს კონსულტანტს/კონსულტანტთა ჯგუფს შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის რეგიონებში, კეთილდღეობის სფეროში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და პროექტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფების მხარდასაჭერად, მუნიციპალურ დონეზე კეთილდღეობის ახალი მომსახურებების შექმნის ან არსებული მომსახურებების გაუმჯობესების პროცესში.

1. ზოგადი ინფორმაცია ორგანიზაციისა და პროექტის შესახებ

ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობაა.

საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში ხორციელდება კეთილდღეობის მომსახურებების მიწოდება. ამასთან, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაფინანსებული კეთილდღეობის მომსახურებების შემუშავება-განხორციელების პრაქტიკა განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით. მნიშვნელოვანია, რომ მათი შემუშავება და შესრულება დაფუძნებული იყოს მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობაზე და თავად მომსახურებები ეფუძნებოდეს ადგილობრივი მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებებს.

2. შესასრულებელი სამუშაოს მიზანი

პროექტის "სამოქალაქო საზოგადოება — საჯარო ადმინისტრირების რეფორმის და მომსახურებების მონიტორი" ფარგლებში, დაგეგმილია შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის მუნიციპალიტეტებში მოქმედი კეთილდღეობის სფეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და პროექტის ფარგლებში შექმნილი სამი საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერა, რომელიც მოიცავს:

** სამიზნე რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირებას;
** გამოვლენილი საჭიროებების პრიორიტეტიზაციას;
** სამი სამიზნე მუნიციპალიტეტის (რეგიონში ერთი) შერჩევას;
** გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შერჩეული მუნიციპალიტეტისთვის კეთილდღეობის ახალი მომსახურებების დაგეგმვას ან არსებული მომსახურებების გაუმჯობესებას;

საინიციატივო ჯგუფების საქმიანობას წარუძღვება ასოციაცია "ანიკას" კონსულტანტი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან კოორდინაციას ჯგუფებსა და სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, მათ შორის ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აქტივისტებთან, მომსახურებების მიმღებ პირებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

აქტივობის შედეგად შეიქმნება ისეთი კეთილდღეობის მომსახურებები, რომლებიც უკეთესად უპასუხებენ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს.

3. სამიზნე ჯგუფები და მონაწილეები:

შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და გურიის მუნიციპალიტეტებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები;
პროექტის ფარგლებში შექმნილი საინიციატივო ჯგუფები;
ადგილობრივი აქტივისტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

4. მომსახურების განხორციელების პერიოდი:

მუნიციპალური მომსახურებების ერთობლივი დაგეგმვის პროცესის გასატარებლად მომსახურების გაწევა იგეგმება:
2025 წლის ივლისი - 2025 წლის დეკემბერი წყვეტილად, ჯამში 40 სამუშაო დღე.

5. ტექნიკური დავალება:

შერჩეულ კონსულტანტს/კონსულტანტებს ექნება შემდეგი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინიციატივო ჯგუფებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან საკონსულტაციო პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
** შეხვედრების (დისტანციური) ორგანიზება, რომლის შინაარსიც გულისხმობს საჭიროებების იდენტიფიცირებას, იდეების გენერირებას, პრიორიტეტიზაციას და დასკვნით ფორმულირებას;
** საჭიროებების გამოკვეთის შემდეგ მომსახურების დიზაინის დოკუმენტის მომზადება 3 შერჩეული მუნიციპალიტეტისათვის ცალ-ცალკე;
** პროცესში მონაწილე მხარეებს შორის მჭიდრო კოორდინაციისა და ჩართულობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლობა ანიკას გუნდთან და შესაბამისი სამუშაო დოკუმენტაციის გაზიარება;
** შუალედური და საბოლოო ანგარიშის მომზადება განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.

6. წარმოსადგენი შედეგები:

** სამუშაო სესიების გეგმა და მონაწილეთა სია;
** - სამი მუნიციპალიტეტისთვის მომზადებული სერვისდიზაინის შემაჯამებელი დოკუმენტი;
** საკონსულტაციო პროცესის ამსახველი ფოტომასალა და შეხვედრების ოქმები;
** გაწეული მომსახურების შუალედური და საბოლოო წერილობითი ანგარიშები.

7. ანაზღაურების პირობები:

კონსულტანტის ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადებისა და შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.

8. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სოციალური მეცნიერებების, საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულებით;
მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება სოციალურ, ჯანდაცვის ან ადგილობრივი განვითარების მიმართულებით;
** ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის, კეთილდღეობის პოლიტიკის და სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება რეგიონულ კონტექსტში;
** გამართული კომუნიკაციის და ფასილიტაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

9. ანგარიშვალდებულება და ზედამხედველობა:

** კონსულტანტი იქნება ანგარიშვალდებული პროექტის ხელმძღვანელის წინაშე და იმუშავებს პროექტის გუნდთან მჭიდრო კოორდინაციაში.

10. განაცხადის წარდგენა:

** დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი ქართულ ენაზე, რომელიც შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

I. ტექნიკური წინადადება:

განმცხადებლის შესახებ ინფორმაცია (სახელი, გვარი, საკონტაქტო მონაცემები);
გამოცდილების აღწერა (მიუთითეთ პროექტები, სადაც მონაწილეობდით), აღწერეთ.

თქვენი მსგავსი საკონსულტაციო/ექსპერტული გამოცდილება.

II. ფინანსური წინადადება:

მომსახურების გაწევის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც მოიცავს ყველა ხარჯს (მგზავრობა, განთავსება და ა.შ.).
ბიუჯეტი წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და არ უნდა მოიცავდეს დამატებული ღირებულების გადასახადს.

11. შერჩევის კრიტერიუმები:

** მიღებული დოკუმენტაციის განხილვა მოთხოვნების შესაბამისობის მიხედვით;
** განმცხადებლის კვალიფიკაცია და გამოცდილება - 40%;
** გასაუბრების შედეგები - 40%;
** ფინანსური შეთავაზება - 20%.
** დოკუმენტაციის გაგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 16 ივნისი.

გთხოვთ, განაცხადი გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: anikavacancy@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: "კონსულტანტი"
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის მენეჯერს: chankvetadzemaka@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე