დასახელება:
არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
კრისტალი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ფილიალი: სათაო ოფისი (ა.წერეთლის 118) იხ.მისამართი
** ვაკანსიის რაოდენობა: 1
** განაკვეთი: სრული
"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.
"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.
ჩვენ გთავაზობთ:
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
** ფულადი გზავნილებისა და სხვა არასაკრედიტო პროდუქტების მიმართულებით გეგმის შესრულება;
** ფულადი გზავნილებისა და სხვა პროდუქტების გაყიდვების მონიტორინგი და ანალიზი, დაგეგმილი პარამეტრების შესრულების უზრუნველყოფა სხვადასხვა აქციების და მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენებით;
** თანამშრომლების მხარდაჭერის მიზნით შესაბამისი ტრენინგების, სემინარების, პრეზენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მათ სწავლებაში ჩართულობა;
** ფულად გზავნილებთან და გადახდებთან დაკავშირებული მომხმარებლების პრეტენზიების გადაჭრაში დახმარება;
** გაყიდვების პროცესში ფილიალების ტექნიკური მხარდაჭერა;
** ტექნიკური ხარვეზების დროულად იდენტიფიცირება და აღმოფხვრის უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში ან შესაბამის ერთეულებთან საკითხის ინიციირება;
** პერიოდული ანგარიშგება.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საბანკო სექტორში საოპერაციო მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინ.2 წელი);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint).
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 15 ივნისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
|
|
|
|