Робота для біженців з України
დეპოზიტების გაყიდვების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეპოზიტების გაყიდვების კოორდინატორი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივნისი
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას დეპოზიტების გაყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** ფილიალი: სათაო ოფისი (ა.წერეთლის 118) იხ.მისამართი
** ვაკანსიის რაოდენობა: 1
** განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობიანი დაკრედიტებით. "კრისტალი" უკვე 27 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს 1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქტის გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** პოტენციური მომხმარებლების იდენტიფიცირება და მათთან კომუნიკაცია, მათ შორის პრეზენტაციის ჩატარება, შეთავაზების მომზადება;
** ფილიალების მხარდაჭერა მომსახურების გაწევის პროცესში, ასევე გაყიდვების არხებისა გაძლიერებაში;
** ფილიალებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ტრენინგი, პრეზენტაცია;
** პროდუქტის არასტანდარტული ტარიფების შესაბამის მიმართულებებთან შეთანხმება;
** პერიოდული ანგარიშგება.

საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** საბანკო-საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება, არასაკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართულ ენაზე გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების უნარი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word/Excel/Powerpoint)

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გთხოვთ 2025 წლის 15 ივნისის ჩათვლით გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე