დასახელება:
სამედიცინო მარაგების მართვის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო მარაგების მართვის ოპერატორის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** აჰთ-ის სახარჯი მასალის პროდუქტების მიღების პროცესის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა;
** მიღებული პროდუქტების რაოდენობის შემოწმება მომწოდებლის მიერ მოწოდებული RS დოკუმენტის შესაბამისად;
** მიღებული და განაწილებული ერთჯერადი სახარჯი მასალის ვადის გასვლის თარიღების და რაოდენობის შემოწმება;
** ტექნიკურისა და დასუფთავების დეპარტამენტების სახარჯი მასალის შეკვეთის მომზადება და მიღება. მიღებული პროდუქციის (სახარჯი მასალების) პროგრამულად რეგისტრაცია, უსაფრთხოდ და სწორად განთავსება;
** შემოსული მასალის გაკონტროლება, განაწილება დადგენილი წესის მიხედვით და გახარჯული პროდუქციის ჩამოწერა;
** პროდუქციის არასათანადო მარაგების აღმოჩენის შემთხვევაში, მარაგების დაკორექტირება;
** დეპარტამენტების სასაქონლო მარაგებისა და პროდუქციის ვადების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურებისა და რეგულაციების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** საქართველოს კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ";
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
** შრომის კოდექსის და სხვა რეგულაციების ცოდნა;
** საინფორმაციო სისტემებთან და მონაცემების დამუშავებასთან მუშაობის გამოცდილება;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდურ გარემოში თანამშრომლობის უნარი;
** კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტის დაცვის მოვალეობა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მენეჯმენტის უნარი;
** ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზების უნარი;
** მინიმალური ზედამხედველობის ქვეშ მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|