დასახელება:
სამშენებლო საიტ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დეკოლაინი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
სამშენებლო-სარემონტო კომპანია "დეკოლაინი" 2016 წელს დაარსდა და ამ მიმართულებით მალევე იქცა სექტორის ლიდერად. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ზრდაზე, განვითარებაზე და აქვს ამბიცია იკავებდეს ყველაზე დახვეწილი, ორგანიზებული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის პოზიციას. დეკოლაინის ძირითადი საქმიანობა ინდივიდუალური სახლების, სხვადასხვა კომპანიის საოფისე თუ საწარმოო ფართების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა და რემონტია.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://decoline.ge/
კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საიტ მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს
ლოკაცია: თბილისი, მუხრან მაჭავარიანის
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:30
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის მასალების გაცნობა დეტალურად;
** პროექტის დაგეგმვის და ბიუჯეტირების პროცესებში მონაწილეობა;
** შეთანხმებული გეგმის მიხედვით ობიექტზე სამუშაოების დაწყება, დავალებების განაწილება ობიექტებზე, ბრიგადების მუშაობის განრიგების შედგენა და კომუნიკაცია ჩართულ პირებთან;
** სამუშაოების მიმდინარეობაზე დაკვირვება, გეგმასთან და პროექტთან შესაბამისობის შეფასება, გადახრებზე რეაგირება;
** ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოების შეჯამება და მომდევნო დღის აქტივობების დაგეგმვა ობიექტზე მომუშავე პირებთან ერთად;
** ობიექტის საჭირო ტექნიკით და მასალით დროულად და სრულყოფილი მომარაგების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესყიდვების დეპარტამენტთან;
** პროცედურებით განსაზღვრული ყოველდღიური რეპორტების წარმოება/შეგროვება და პროცედურით განსაზღვრულ პირებთან გაგზავნა;
** მუშებთან ნამუშევარ საათებზე მიღება-ჩაბარების აქტების გასაფორმებლად დოკუმენტბრუნვის კონტროლიორთან საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაოების დადგენილი სამშენებლო სტანდარტებით და უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელების უზრუნველყოფა, დაკვირვება და გადახრებზე რეაგირება;
** პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება და სამშენებლო მართვის ხელმძღვანელთან საკითხის დაყენება.
** სამუშაოების შესრულების პროცესში წარმოქმნილი არასტანდარტული შემთხვევების, გართულებების განხილვა, შესაბამისი კომპეტენტური პირების მონაწილეობით მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება;
** ობიექტისთვის გამოყოფილი მასალების, შრომითი და სხვა რესურსების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველყოფა;
** ობიექტზე დისციპლინის წესების დაცვის უზრუნველყოფა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: cv@decoline.ge გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "სამშენებლო საიტ მენეჯერი".
შპს "დეკოლაინის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "შპს დეკოლაინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "შპს დეკოლაინს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "შპს დეკოლაინი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|