დასახელება:
დისტრიბუციის FMG ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ბიდი პლუსი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
შპს "ბიდი პლუსი" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც არის ოფიციალური, ექსკლუზიური პარტნიორი შემდეგი ბრენდების: Ultra Compact/Happy Fresh (ბავშვისა და პერსონალური მოვლის საშუალებები, საოჯახო ქიმია), Nua - ტუალეტის ქაღალდები და სამზ. ხელსახოცები. Olivia/Orlena/ (ფრჩხილის ლაქი, დეკორატიული კოსმეტიკა), და Bea (ხელის მყარი საპონი სხვადასხვა ხილის ექსტრაქტებით).
კომპანია მეშვიდე წელია წარმატებულად თანამშრომლობს თურქეთის და ინდონეზიის წამყვან მწარმოებლებთან და ქართველ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, სრულიად საქართველოს მასშტაბით.
კომპანია აცხადებს დისტრიბუციის (FMG) ოპერატორის ვაკანსიას კახეთში.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 8:30-18:00 სთ.
ძირითადი მოთხოვნები:
** სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 6 თვე (უპირატესობა მიენიჭება FMG (SBS) -პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას)
** Rs.ge-ზე მუშაობის გამოცდილება
** MS Excel-ის ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების პროგრამული მიღება/დისტრიბუტორებზე განაწილება
** მიღებული შეკვეთების და სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და ელექტრონული ვერსიის გაგზავნა
** სასაქონლო ზედნადების კონტროლი, კორექტირება, შიდა გადაზიდვა, უკან დაბრუნება, აღრიცხვიანობა შესაბამის პროგრამაში
** საწყობის ნაშთის პროგრამული ანალიზი და კონტროლი
** ანგარიშფაქტურების გამოწერა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი
** შრომისმოყვარე
** მათემატიკური აზროვნების უნარით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე hr@bdplus.ge 20 ივნისის ჩათვლით. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.
ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც მოგვმართავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემების განხილვა არ მოხდება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ბიდი კომპანის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|