დასახელება:
უსაფრთხოების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
SMOTORS
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
კომპანია "SMOTORS"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
"S Motors" - ხარისხი დეტალებშია!
პოზიციის დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1. (ვარკეთილი)
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი (18:00-დან 09:00-მდე, 2/2)
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** ტერიტორიაზე წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვა;
** თანამშრომლებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება;
** კომპანიის საკუთრებაში არსებული მატერიალური ფასეულობების დაცვა;
** ექსტრემალურ სიტუაციაში სწრაფი და სწორი რეაგირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "Smotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკვუკავშირდებით მხოლოდ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|