დასახელება:
ბიზნეს ლანჩის მზარეული
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Ibis Styles Tbilisi Center
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 19 ივნისი
|
სასტუმრო "Ibis Styles Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ლანჩის მზარეულის პოზიციაზე.
"Ibis Styles Tbilisi Center" იმართება "Accor Hotels"-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!
სამუშაო განრიგი: 09:00 სთ.-დან - 18:00 სთ.მდე
თქვენი ცოდნა და გამოცდილება:
** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
** მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** აქტიური მონაწილეობის მიღება საკვების მომზადებაში ყოველდღიური მენიუსთვის;
** საკვების შესაბამისი წესით შენახვა მის სამუშაო ადგილას;
** გახარჯული პროდუქტების ყოველდღიური აღრიცხვა დადგენილ ფორმაში;
** პროდუქტის ვარგისიანობის კონტროლი, ვადაგასული პროდუქციის ჩამოწერა;
** პროდუქტის მომზადებისას ჰიგიენის წესების დაცვა;
** კომპანიის ხელმძღვანელობის და უშუალო ხელმძღვანელის დავალებებისა და მითითებების შესრულება.
რა დაგხვდებათ ჩვენთან:
** განვითარების შესაძლებლობა;
** დაზღვევა;
** მეგობრული და მულტინაციონალური გუნდი;
** კვება
იმისთვის რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: HC1N1-HR@accor.com, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 19/06/2025
ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ თანახმაა კომპანიამ "IBIS Styles Tbilisi Center" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია.
მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
|
|
|
|