დასახელება:
ღამის ცვლის კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
გასტრონომი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 28 ივნისი
|
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა.
გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია "Gastronome" ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro, არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-სგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.
ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.
"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს ღამის ცვლის კონსულტანტის პოზიციაზე.
ფილიალების ადგილმდებარეობა: წყნეთი, რუსთაველის ქ.23
საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი (3 თვის შემდეგ)
სტაჟირება : 1 კვირა (ანაზღაურებადი)
სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 საათი (4 საათი შესვენების დრო)
ჯანმრთელობის დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართვა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
** ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (ვოლტი)
** ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი და ეფექტური გაყიდვების წარმართვა
** გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება
** კომპანიის მიერ ორგანიზებულ, პროდუქციის შესახებ ტესტირებებზე და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HORECA სფეროში
** სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
** გამართული მეტყველება
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 28 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით
|
|
|
|