Робота для біженців з України
სტაჟირება მარკეტინგულ შესყიდვებში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება მარკეტინგულ შესყიდვებში
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსი" აცხადებს სტაჟირებას მარკეტინგულ შესყიდვებში.

"თეგეტა ჰოლდინგის" სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანიის სამუშაოს სპეციფიკას, მოსინჯონ საკუთარი ძალები და გახდნენ წარმატებული გუნდის წევრები.

სტაჟირება ანაზღაურებადია

გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30;
ლოკაცია: აღმაშენებლის ხეივანი #129;
ხანგრძლივობა: 6 თვე.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს:

** რომელიც არის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ფლობს ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე;
** შეუძლია ანალიტიკური აზროვნება;
** რომელსაც აქვს საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აქვს არგუმენტაციის კარგი უნარი;
** ეხერხება საქმის ორგანიზება და გეგმის შედგენა;
** არის დეტალებზე ორიენტირებული;
** აქვს ადაპტაციის კარგი უნარი.

"თეგეტაში" დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

რეზიუმეს გამოსაგზავნად ეწვიეთ ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1797

"თეგეტა ჰოლდინგში", თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე