Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639493&print=yes&view=jobs
 
მძღოლი-ექსპედიტორის დამხმარე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორის დამხმარე
მომწოდებელი: ბიდი კომპანი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივნისი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს FERRERO (Raffaello, Ferrero Rocher, Kinder, Nutella, tic tac) Nefis, Dr.Otker, Confitrade, Sladonezh ბრენდების ოფიციალურ ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია აცხადებს მძღოლი-ექსპედიტორის დამხმარის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო საათები: 8:30-18:00 სთ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
ანაზღაურება: 1000 ლარი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვე;
** სასურველია სასაქონლე ზედნადებებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ძირითადი მოვალეობები: შეკვეთილი პროდუქციის მითვლა საწყობიდან და მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით.

პიროვნული თვისებები:

** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობიანი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე zh-zhaneta@mail.ru 20 ივნისის ჩათვლით. ელექტრონული ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატურებთან.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "ბიდი კომპანის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება,

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია