დასახელება:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ლიდერ დეველოპმენტი
|
გამოქვეყნდა: 05 ივნისი
/ ბოლო ვადა: 05 ივლისი
|
სამშენებლო კომპანია "ლიდერ დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული
ანაზღაურება: 2300 ლარიდან
ძირითადი მოვალეობები:
** შრომის უსაფრთხოების დადგენილი ნორმების და წესების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
** შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციების შედგენა.
** კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება.
** სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი.
** კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი დოკუმენტაციის შედგენა.
** საგანგებო სიტუაციების მართვა.
** სწავლების, ტრენინგების და ინსტრუქტაჟის უზრუნველყოფა შრომის უსაფრთხოების საკითხებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის ქონა.
** საოფისე პროგრამების ფლობა.
** უცხო ენები: ინგლისური (სასურველია).
პიროვნული თვისებები:
** დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პუნქტუალურობა.
** გამართული კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელმისამართზე hr@ld.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
შეტყობინება: ლიდერ დეველოპმენტი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერ დეველოპმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|