Робота для біженців з України
ღამის ცვლის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის ცვლის მზარეული
მომწოდებელი: FoodGood
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
კაფე-რესტორანი "FoodGood" ჯანსაღი კვების მიმართულების კონცეფციაა, რომელიც უკვე 3 ფილიალს აერთიანებს. კომპანია ყოველდღიურად ვითარდება და გეგმავს ახალ საინტერესო პროექტებს, სადაც ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს.

მეგობრულ და საკმაოდ შეკრულ გუნდში ვეძებთ ღამის ცვლის მზარეულებს, რომლებიც ორიენტირებულები იქნებიან გუნდურად ზრდაზე. გამოცდილება სასურველია, მაგრამ არაპრიორიტეტული. ადგილზე შევასწავლით ყველა კადრს, მთავარია მონდომება და სურვილი.

განრიგი და ანაზღაურება:

** 22:00-08:00
** 5/2 (5 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
** ანაზღაურება: 93.5 ლარი დღეში
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე ჭავჭავაძის გამზირი 43

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს მწყობრში მოყვანა სამუშაო პროცესის დაწყებამდე;
** კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მეგობრული გარემო;
** განვითარების პერსპექტივა;
** პერსონალის კვება;
** 30% ფასდაკლება ჩვენს სრულ მენიუზე;
** ღამის სმენის შემთხვევაში უფასო ტრანსპორტირება;
** ანაზღაურებადი შვებულება;
** საბონუსე სისტემა.

გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@foodgood.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ღამის ცვლის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე