Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=639468&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური სპეციალისტი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 05 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee" წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატებისა და ყავის ბრენდების: -"CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ტექნიკური სპეციალისტი

სამუშაო არეალი: კახეთის რეგიონი

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1000-1800 ლარი გამოცდილების შესაბამისად;
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00;
** დასვენება: შაბათი, კვირა;
** ანაზღაურებას ემატება 150 ლ ავტომანქანის ცვეთის;
** საწვავი;
** ულიმიტო სასაუბრო

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყავის აპარატების ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
** გეგმური და არაგეგმური საპროფილაქტიკო სამუშაოების წარმოება;
** ყავის გემოს დარეგულირება კომპანიის სტანდარტების მიხედვით;
** ყავის აპარატების მარაგების შექმნა;
** ყავის აპარატების მონტაჟი წინასწარ მითითებულ ლოკაციებზე კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით;
** სარეკლამო დაფის დამონტაჟება წინასწარ შეთანხმებულ ობიექტზე;
** ყავის აპარატის მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარების მიტანა/მონტაჟი ობიექტზე;
** ყავის აპარატის გამართულად მუშაობის პრინციპების სრულფასოვნად ახსნა, პრეზენტაცია ობიექტის მფლობელისთვის;
** ყავის აპარატების და სხვა სარეკლამო აქსესუარების დემონტაჟი ობიექტიდან

უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება პროფესიული ყავის აპარატების მიმართულებით ან ელექტრიკოსად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად, ასევე განიხილება საგადახდო აპარატებთან მუშაობის გამოცდილებაც;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი ან დაგვიკავშირდეთ: 595 404 225

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია